ზუგდიდში შემდუღებლის მომზადება–გადამზადების პროფესიული კურსი მიმდინარეობს

ზუგდიდში შემდუღებლის მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამა დუალური პრინციპით – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებით მიმდინარეობს.

კურსის 9 მონაწილე პროფესიას თეორიულად პროფესიულ კოლეჯ ,,ზუგდიდის აკადემიაში“ ეუფლება, ხოლო პრაქტიკას – სს ,,მანქანათმშენებელსა“ და შპს ,,ქალაქმშენში“.

,,კარგია რომ ამ პროფესიის მიმართულებით კადრების გადამზადება ხდება, რადგან კარგი შემდუღებლების დიდი დეფიციტი გვაქვს.“ – აღნიშნა სს ,,მანქანათმშენებელის“ დირექტორმა ბესიკ გარდავამ.

200 საათიანი კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ანაზღაურებად სამთვიან სტაჟირებებს გაივლიან.

,,ვიცი, რომ მოთხოვნადი პროფესიაა და დასაქმების რეალური შანსები მექნება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კურსის მონაწილე გავმხდარიყავი“ – აცხადებს ლუკა შულაია.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content