ზუგდიდში II სამეწარმეო სკოლამ აიღო სტარტი

სამეწარმეო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, შეიქმნა.

II სამეწარმეო სკოლის 21 მსმენელი 96 საათიანი კურსის ფარგლებში, შეისწავლის ბიზნესის ზოგად მართვას, მარკეტინგს, ფინანსურ მართვას, რესურსების მობილიზებას, ციფრულ მარკეტინგს. ახალგაზრდები, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, გამოიმუშავებენ სამეწარმეო უნარებს. კურსდამთავრებულები თავიანთი ბიზნეს იდეების დასახვეწად, ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერასაც მიიღებენ.

სამეწარმეო სკოლის გახნის ღონისძიებაზე, სასწავლო კურსის შესახებ განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა ისაუბრა.

პროექტი – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.

„სამეწარმეო სკოლა მსმენელებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ცოდნა, განავითარონ საკუთარი იდეები და ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში. ამავე პროექტის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას, რომელიც ბენეფიციარებს აძლევს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ცოდნას. ვფიქრობ, ორივე პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის“ – ნათია ნამიჭეიშვილი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიებას ესწრებოდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) პროექტის ოფიცერი ანა ჯიქია.

სამეწარმეო სკოლის გახსნასთან ერთად, სერტიფიკატები გადაეცათ დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების – „სარესტორნო მომსახურება“ (სერვისი და სერვირება), „სასტუმროს საქმე“ და „გაყიდვები და სერვის +“, კურსდამთავრებულებს. პროგრამების ფარგლებში, პროფესიული გადამზადება გაიარა 35–მა ბენეფიციარმა, რომელთა უმრავლესობა უკვე გადის სტაჟირებას სხვადასხვა დაწესებულებაში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content