განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, სოციალური დისტანცირების პირობებშიც, ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ზღაპრების კითხვა, დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის, დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
ამჯერად მარიამ ქურციკიძე კახეთიდან გამოგვეხმაურა და ბავშვებს „სამი გოჭისა“ და „ფიფქია და შვიდი ჯუჯის“ ამბავი მოუთხო!
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, სოციალიზაციას და დადებითად აისახება მათ ემოციებზე.