თამარ ტყემალაძე მოხალისეობრივი ინიციატივის „STEM მენტორები მოსწავლე გოგონების გაძლიერებისთვის“ ავტორი

მოხალისეობირივი ინიციატივის „STEM მენტორები მოსწავლე გოგონების გაძლიერებისთვის“ ავტორი – თამარ ტყემალაძე:

მოხალისეობა ჩემთვის არის …

ერთი შეხედვით, შეიძლება მოხალისეობა ქველმოქმედებასთან ასოცირდებოდეს, რადგან თითქოს ერთი გასცემს, მეორე კი იღებს სარგებელს. თუმცა, მე მაინც მოხალისეობა ორმხრივი სარგებლის მიღების პროცესი მგონია. მარტო სხვებისთვის არ ქმნი სიკეთეს თავადაც მუდმივად სწავლობ და ვითარდები. პროცესში აღმოაჩენ, რომ საქმეს პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ღირებულება მიანიჭე და სწორედ ამ ღირებულების გამო, მზად ხარ, რომ შენი დრო და ენერგია მაქსიმალურად მოახმარო სიკეთეს.

ჩემი პირველი მოხალისეობა

პირველი მოხალისეობრივი გამოცდილება სკოლიდან იწყება, როცა ჯერ კიდევ მე-9 კლასში ვიყავი. ამ დროს სკოლებში არსებული სამოქალაქო კლუბები ბევრ მოსწავლეს საშუალებას აძლევდა, რომ სწორედ მოხალისეობრივი აქტივობებით გაეგრძელებინათ თვითგანვითარება, რომელიც სკოლის მერხს სცდებოდა. ალბათ ადრეული გამოცდილების გამოა, რომ თავიდანვე მივხვდი მის როლს ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შევუერთდი. ამის შემდეგ, საშუალება მქონდა, სხვადასხვა ქვეყნებშიც მიმეღო მოხალისეობრივი გამოცდილება განათლების, კულტურული ღონისძიებებისა თუ ეკოლოგიური აქტივიზმის მხრივ.

მოხალისეობრივად ჩვენ შეგვიძლია

ახლა, როცა ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ჰორიზონტალური ცოდნის გადაცემის პროცესი რეალობად აქციო, შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მოხალისეობით საკუთარი წვლილი გაიღო. სწორედ ესაა ჩვენი გოგონების მენტორინგთან დაკავშირებული პროექტიც. საქართველოში მდგრადი განვითარების ყველა მიზნის მიღწევას, იქნება ეს სიღარიბის დაძლევა, უთანასწორობის შემცირება, სამართლიანი ინსტიტუტები თუ სხვა, აუცილებლად ძლიერი მოხალისეობრივი კულტურა სჭირდება, რაშიც ადამიანების მიერ ღირებულებების დონეზე გააზრებულ ქმედებებს მოვიაზრებ. შემთხვევითი არაა, რომ აშშ-ს დამფუძნებელი მამები თავად ზრუნავდნენ მოხალისეობრივი დაწესებულებების შექმნაზე, აშკარა იყო, რომ მოხალისეობა მოწესრიგებული სამოქალაქო თანაცხოვრების და სოციალური გამოწვევების დაძლევის ფუნდამენტი უნდა ყოფილიყო.

სამაგალითო მოხალისეობრივი კამპანია, საუკეთესო მოხალისე

საქართველოს ისტორიაში ჩემთვის სამაგალითო ორგანიზაციად რჩება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სამოქალაქო აქტივიზმი. ისინი აგებდნენ სკოლებს, ავრცელებდნენ სახელმძღვანელოებს, თბილისსა და რეგიონებში, მართავდნენ სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საღამოებს, წარმოდგენებს და ა.შ.

მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინიციატივას – მთელი კვირის განმავლობაში ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდეს  გარემოზე ზრუნვის სიმბოლური  აქტივობები, ამჯერად  ქუთაისის შშმ
2022 წლის 5 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ქუთაისში გამოფენა გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები,
2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი
Skip to content