თანასწორგანმანათლებელთა 21 დღიანი ონლაინ ტრენინგ–კურსის მესამე ეტაპი დაიწყო

პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა Covid-19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში, თანასწორგანმანათლებელთა 21 დღიანი ონლაინ ტრენინგ–კურსის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც ტრენინგების 6 დღიანი ციკლის ჩატარებას გულისხმობს თემაზე: ადამიანის და ბავშვთა უფლებები (ოჯახში ძალადობა და Covid 19-ის გავლენა, პრევენცია და არაძალადობრივი რეაგირება).
ტრენინგებს მოწვეული ტრენერი თამარ ებრალიძე უძღვება.
ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეები ეცნობიან ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
  • ადამიანის უფლებები, წარმოშობის ისტორია, ბავშვთა უფლებები;
  • სახელმწიფოს როლი, საზოგადოება როგორც დამცველი;
  • სახელმწიფოს სპეციალური დაცვის ობიექტი (ქალები, არასრულწლოვნები, შშმ პირები, მოხუცები);
  • ოჯახური ძალადობა და მისი სახეები;
  • COVID -19 გავლენა ოჯახური ძალადობის ზრდის მაჩვენებელში, ფემიციდის ზრდის მაჩვენებელი, დაცვის მექანიზმები;
  • სახელმწიფოს როლი ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით;
  • სასამართლო პრაქტიკა ოჯახური ძალადობის საქმეებზე.
პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ხორციელდება, მიზანად ისახავს ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ კოვიდ – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content