„დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს, თანასწორგანმანათლებელთა საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის საჯარო სკოლაში, პროექტის მონაწილე ანი კეკუამ ჩაატარა თემაზე „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.