„თბილისი მოლში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით 19 აპრილს, „თბილისი მოლში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მხარდამჭერია თბილისი მოლი“.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას. ფორუმში მონაწილეობა 80–მა სამუშაოს მაძიებელმა და 20–მა დამსაქმებელმა მიიღო.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და ალექსეი მესჩერიაკოვმა, „თბილისი მოლის“ გენერალურმა მენეჯერმა.

„თბილისი მოლი“ დასაქმების ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში არაერთი დასაქმების ფორუმი გაიმართა, ამგვარად დასაქმების ფორუმი ჩამოყალიბდა პლატფორმად, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კერძო სექტორს უშუალო კომუნიკაციის დამყარება შეუძლიათ.

 

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content