თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

რეგიონების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი ამჯერად დედაქალაქში გაიმართა.

ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება მიეცათ პირისპირ გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და მაქსიმალურად წარმოეჩინათ საკუთარი უნარები.

ფორუმში მონაწილეობას 28 კომპანია  და 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იღებდა.

პოტენციურ დამსაქმებლებს შორის იყვნენ: Retail Group Georgia, აჭარა ჯგუფი (Holiday Inn, Rooms Hotels, Fabrika), სმარტ რითეილი (Smart), ვენ ჯორჯია (Wendy’s), დი ენდ ბი საქართველო ( Dunkin’ Donuts), პალიტრა ჯგუფი, ვითიბი ბანკი, თეგეტა მოტორსი, თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი და სხვ.

ფორუმი ორგანიზებული იყო პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” (EEAL) ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან ოტავა–98” ერთად,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content