თელავის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის მორიგი ვორქშოფი მოეწყო

ანათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და კახეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, თელავის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: რა არის ევროკავშირი; ევროკავშირის ღირებულებები; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა; ასოცირების ხელშეკრულება და მისგან მიღებული სარგებელი; ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა; უვიზო მიმოსვლა; ევროკავშირის დახმარება საქართელოსთვის – დახმარების პროგრამები; ერაზმუს+ და ახალი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში. ვორკშოფის მუშაობას საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშიორის შესახებ კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ბექა ექსეულიძე   უძღვებოდა.

ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content