თელავში დასაქმების მხარდამჭერი სერვისების განვითრების თემაზე მრგვალი მაგიდა მოეწყო

28 იანვარს თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (TEDEC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად, დასაქმების მხარდამჭერი სერვისების განვითარების თემაზე, თელავში, მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა კახეთის რეგიონში დასაქმების მხარდამჭერი სერვისების და სოციალური დიალოგის ხელშემწყობი რეგიონული საბჭოების მოდელის წარდგენას.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მერიის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის, საერთაშორისო განათლების აკადემიის „ბიდისი“ და პროფესიული კოლეჯის „აისი“წარმომადგენლები.

შეხვედრა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, „ისწავლე დასაქმებისთვის“ პროექტის მენეჯერმა ლიკა კილაძემ გახსნა, მონაწილეებს მრგვალი მაგიდის მიზნები გააცნო და სოციალური დიალოგის ხელშეწყობი რეგიონული საბჭოების მოდელი წარუდგინა. თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა, ნათია ქარჩაიძე, კახეთის რეგიონში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევოროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.

პროექტი მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ,
Skip to content