30 მაისს, თელავში, სასტუმრო “ზუზუმბო რეზორტი და სპა” თემატური შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო სექტორთა შორის თანამშრომლობა განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად, მიმდინარე გამოწვევებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტების მენეჯერმა თამთა ქარჩაიძემ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ეთო შიუკაშვილმა და მოწვეულმა მომხსენებლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მობილობა – ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები.
ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.