თელავში, საწარმოების წარმომადგენლებისთვის მენტორთა ტრენინგი ჩატარდა

18 მაისს, თელავში, სასტუმრო “ზუზუმბო რეზორტი და სპა” საწარმოების წარმომადგენლებისთვის, მენტორთა ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პოტენციური მენტორის ცოდნის, უნარების და კომპეტენციების განვითარება, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნის, კონკრეტული მიმართულების პროფესიული პროგრამის განახორციელების, პრაქტიკული სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის. ტრენინგზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ თემებს, როგორებიც არის პროფესიული განათლება და საგანმანათლებლო შესაძლებლობები, მენტორის (ინსტუქტორის) ფუნქცია მოვალეობები, სწავლების მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროცესების დაგეგმვა/განხორციელება საწარმოში და სხვა.

ტრენინგს პროფესიული განათლების ექსპერტი, ზაირა ბერიძე უძღვებოდა. ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content