თელავში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

თელავში, ნადიკვარის ტერასაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება მიეცათ პირისპირ გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და მაქსიმალურად წარმოეჩინათ საკუთარი უნარები.

ფორუმში მონაწილეობას 17 ორგანიზაცია და 50-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იღებდა.

პოტენციურ დამსაქმებლებს შორის იყვნენ: რითეილ გრუპ ჯორჯია (Retail Group Georgia)”, თელავის მუნიციპალიტეტი”, გურჯაანის მუნიციპალიტეტი”, ყვარლის მუნიციპალიტეტი”, სამედიცინო ცენტრი „Kakhetie Yonne”, სასტუმრო და რესტორანი ალაზნის ველი (Alazani Valley Hotel and Restaurant)” და სხვა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” (EEAL) ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან ,,ოტავა–98″ ერთად  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content