თემაზე „ტერორიზმი და გლობალური უსაფრთხოება” გაეროს მოდელირება გაიმართა

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა, თემაზე „ტერორიზმი და გლობალური უსაფრთხოება“ გაეროს მოდელირება გამართა.

მოდელირებაში მონაწილე დელეგატებმა ტერორიზმთან და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრის გზები განიხილეს და რეზოლუციების სახით წარმოადგინეს.

კონფერენციის დასასრულს 3 გამარჯვებული დელეგატი გამოვლინდა:

  • ჩინეთის დელეგატი – ირაკლი ფაჩულია,
  • გერმანიის დელეგატი – ინა უთმელიძე,
  • რუსეთის დელეგატი – სალომე ჟორჟოლიანი.

გაეროს მოდელირება გაეროს სისტემაში შემავალი ორგანოების – უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და ა.შ. მუშაობის იმიტაციას წარმოადგენს. მონაწილეები წევრი ქვეყნების წარმომადგენლების როლებს ირგებენ და დღის წესრიგში მდგარ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

მოდელირება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content