თერჯოლის დღის ცენტრის ბენეფიციარები შეუერთდნენ ღონისძიებას „მოდი ვითამაშოთ ერთად”

თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის საპოვნელა“ ბენეფიციარები ტყიბულის სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას „მოდი ვითამაშოთ ერთად” შეუერთდნენ. ღონისძიება მოიცავდა ისეთ აქტივობებს, როგორიცაა კარაოკე, ცეკვა, სპორტი, ხელსაქმე და სხვა.

ინიციატივის „მოდი ვითამაშოთ ერთად“ ფარგლებში მშვიდობის კორპუსის” მოხალისეები ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეკრებას და მათთან ერთად გასართობი ღონისძიებების მოწყობას.

ტყიბულში გამართულ ღონისძიებას „მშვიდობის კორპუსის“ შესაბამის კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევდა ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი. ღონისძიებაში TDDF-ის 37 მოხალისე მონაწილეობდა. ღონისძიების ორგანიზებას მხარი დაუჭირა ტყიბულის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებმა.

დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content