თერჯოლის დღის ცენტრში სენსორული თერაპიის ოთახი გაიხსნა

2 მაისს, თერჯოლაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ადმინისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „საპოვნელა“ სენსორული ინტეგრაციის თერაპიის ოთახის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

სენსორული ოთახი „ქალთა საერათაშორისო ასოციაცია საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ცენტრის ბაზაზე სენსორული თერაპიის დანერგვა, ბენეფიციარების განმუხტვას, სტრესის და დაძაბულობის შემსუბუქებას, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს.

ოთახის საზეიმოდ გახსნას ასოციაციის წევრები, სოციალური მუშაკები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქოდათ უფრო ახლოს გაეცნოთ დღის ცენტრის საქმიანობები.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და საგურამოს დღის ცენტრებს. დღის ცენტრები ინდივიდუალურ, ფუნქციონალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებზე მორგებულ მომსახურებას აწვდის 6-18 წლის ასაკის ათეულობით ბავშვს და მათ ოჯახებს.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content