თიბისი გალერეაში ქუთაისის დღის ცენტრის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

26 დეკემბერს, თიბისი გალერეაში ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ჯადოსნური სამყარო” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრის მთავარ მიზანს საქველმოქმედო კამპანიის ბავშვი ბავშვს” ფარგლებში შეგროვილი საჩუქრების ბენეფიციარებისთვის გადაცემა წარმოადგენდა.

საქველმოქმედო კამპანია ბავშვი ბავშვს” განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა დღის ცენტრის 28 ბენეფიციარისთვის საახალწლო სურვილების ასრულების მოტივით წამოიწყო, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ფიზიკური პირები.

კამპანიას აქტიურად შეუერთდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, გიორგი ჭიღვარია, რომლის ინიციატივითაც ქუთაისის მერიამ დღის ცენტრის ყველა აღსაზრდელისთვის საახალწლო საჩუქრები შეიძინა.

ინტერნეტგაზეთ P.S. News”-ის რედაქტორმა, ნატო გუბელაძემ და პარტნიორმა კომპანიებმა – თელიანი ველი”, კორპორაცია ქინძმარაული” და თელავის ღვინის მარანი” დღის ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორმა, ნათია ნამიჭეიშვილმა ქუთაისის დღის ცენტრის წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა.

ქუთაისის ვიცე-მერმა, გიორგი იობაშვილმა დამსწრე აუდიტორიას მიმართა და ბენეფიციარებს მსგავს აქტივობებში თვითმმართველობის აქტიურ ჩართულობას დაჰპირდა.

მადლობის წერილები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ დღის ცენტრის პედაგოგებს ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და აღსაზრდელთათვის სრულფასოვანი და კვალიფიციური საგანმანათლებლო სერვისის მიწოდებისთვის.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ბავშვთა დაცვის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მზრუნველობამოკლებული ბავშვების უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content