„იალონს“ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები ეწვივნენ

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრ „იალონს“ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები ეწვივნენ.

დავით კვერნაძემ (მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი), ნინო გზირიშვილმა (მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი, ხანგრძლივი ვიდეო-ეეგ მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), დოდო გრიგოლიამ (ბავშვთა ნევროლოგი,ფიზიოლოგი), რუსუდან ზურაბიანმა (ფსიქოლოგი) დღის ცენტრის 16 ბენეფციარს უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს – ჩატარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, გასინჯვა, საჭიროებიდან გამომდინარე, გადაღება.

პროცედურების დაწყებამდე, მედიკოსები ბენეფიციარებსა და მათ მშობლებს გაესაუბრნენ, ინფორმაცია მიაწოდეს და ისაუბრეს პროცედურების მნიშვნელობის შესახებ.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) მადლობას უხდის „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი / INN” თანამშრომლობისათვის.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content