იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოციალური ინკლუზიის ცენტრი აშენდა

იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის – (GGP)“ ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირებისთვის  სოციალური ინკლუზიის ცენტრის აშენება გახდა შესაძლებელი. მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ცენტრის რეაბილიტაცია და რემონტი. სოციალური ინკლუზიის ცენტრი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მოემსახურება და ხელს შეუწყობს მათი ინდივიდუალური, ფუნქციური, აკადემიური, სოციალური და პროფესიული უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან ორჯერადი კვებით,  საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურებით, ცენტრში მიყვანისა და შინ დაბრუნების სერვისით. სოციალური ინკლუზიის ცენტრის მომსახურების პარალელურად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები და პირები ჩართულნი იქნებიან მეტყველების თერაპიაში.

გარდა ამისა, სერვისის ფარგლებში,  ბენეფიციარებს, მათი ოჯახის წევრებს და ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვა სამუშაოს მაძიებლებლებს შესთავაზებს პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების მომსახურებას.

ყოველწლიურად, სოციალური ინკლუზიის ცენტრი მინიმუმ 120 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და მათი ოჯახის დაახლოებით 50 წევრს მიაწვდის საჭიროებებზე დაფუძნებულ სერვისებს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოციალური ინკლუზიის ცენტრის მაღალი სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობა, აღჭურვა და სივრცის სტრუქტურულად მოწყობა გააუმჯობესებს ბენეფიციართა ჩართულობას აქტივობების პროცესში, მათ ინტერაქციას თემის წევრებთან, ხოლო პერსონალს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს ხარისხიანი მომსახურების მიწოდება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content