იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მონაწილეობით იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

პროექტის „მეტი შეგვიძლია-ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში” ფარგლებში იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მონაწილეობით იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.

იმერეთის მასშტაბით პროექტში 21 სკოლის 6-დან 18 წლამდე ასაკის 1123 მოსწავლე ჩაერთო.

იმიტირებული არჩევნები ქართული საარჩევნო სისტემის იდენტური მოდელით ჩატარდა. მოსწავლეებს წინასწარ დეტალურად გააცნეს ხუთი საარჩევნო სუბიექტის ადაპტირებული პროგრამა. მათ თავად დაგეგმეს და ორგანიზება გაუკეთეს საარჩევნო პროცესს, აირჩიეს საარჩევნო კომისია, დაამზადეს ორიგინალური საარჩევნო ურნები და განახორციელეს საარჩევნო კამპანია.

საარჩევნო პროცესი პარტნიორ სკოლებში ჰიბრიდული ფორმით ჩატარდა. მოსწავლე-ამომრჩევლებმა საარჩევნო პროგრამების პრიორიტეტებზე დაყრდნობით გააკეთეს გააზრებული არჩევანი.

პროექტის მიზანია მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნების ჩატარების საფუძველზე გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები და კონსტიტუციური უფლებები, შეძლონ პრიორიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება; ასევე, აიმაღლონ საარჩევნო კულტურა, საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „სიქა“, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მხარდაჭერით. იმერეთში პროექტის კოორდინატორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ხაშურში მცხოვრები ლია ხაჩიძე ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ცხოველთა კვების მაღაზიას მართავს. “მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს სასოფლო–სამეურნეო
20 ოქტომბერს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ციხისძირში, რესტორან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
Skip to content