იმერეთის სკოლების მოსწავლეებისთვის ადვოკატირების ტრენინგი გაიმართა

8 ნოემბერს, პროგრამის მომავლის თაობა” ფარგლებში, იმერეთის 30 სამიზნე სკოლის კლუბების ლიდერებისთვის და წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი ადვოკატირებასა და სამოქალაქო ინტერესების დაცვაზე.

ტრენინგის მიზანს საჯარო პოლიტიკასა და პროცესებში მონაწილეობისთვის მოსწავლეების გააქტიურება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა.

მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის: პრობლემისა და მისი მიზეზების, აღმოფხვრის შედეგების, გავლენის ბენეფიციარებისა და გადაჭრაში მონაწილე ჯგუფების გამოვლენის შესახებ.

ტრენინგი ინტერაქტიულ და სამუშაო რეჟიმში გაიმართა. მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და თავიანთ თემში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად ადვოკატირების კამპანიის გეგმები შეიმუშავეს.

სამოქალაქო განათლების პროგრამა მომავლის თაობა“ ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content