ირინა ყორშია გოგონებს ტყავის აქსესუარების შექმნას ასწავლის

“ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის” პროექტის მონაწილე ირინა ყორშია ახალგაზრდებს საკუთარ უნარებს და გამოცდილებას უზიარებს.

ირინამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამეწარმეო სკოლა დაამთავრა და ახალგაზრდა მეწარმეთა მენტორობის პროგრამით ისარგებლა. მას შეძენილი ცოდნა პროდუქციის უკეთ რეალიზაციაში, ბიზნესის გაფართოებასა და წარმოებული აქსესუარების გამრავალფეროვნებაში დაეხმარა.

დღეს ირინა ტყავის აქსესუარების ბრენდს IRDA ფლობს და ახალგაზრდებს ტყავზე მუშაობას ასწავლის.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გოგონებისთვის ხელსაქმის სწავლება. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ამ საქმიანობის შესწავლა საკმაოდ რთულია და ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მიხარია, რომ შემიძლია მათ ბევრი სასარგებლო რჩევა მივცე და გავუმარტივო რთული პროფესიული გზა. ამჟამად 3 შეგირდი მყავს, მათგან ორი ახალგაზრდა “ლტოლვილთა დანიის საბჭოს” “შეგირდობის პროგრამის” ფარგლებში ავიყვანე. სწავლების პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო, საინტერესო და ამავე დროს სახალისოა. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტან” – აღნიშავს ირინა ყორშია.

პროექტი –„ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2018–2020 წლებში განხორციელდა. პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content