კახეთში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი” 12 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი რეგიონულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. ფორუმში ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეულმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე გაცნობოდნენ ორგანიზაციების საქმიანობებს და მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით შეერჩიათ აქტივობა, რომელშიც სამომავლოდ მოხალისებრივად ჩაერთვებიან.

ფორუმის მონაწილეები ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ გაეცნენ და მოხალისედ დარეგისტრირდნენ. „დროის ბანკის“ ვიქტორინის ფარგლებში არაერთი პრიზი გათამაშდა. ვიქტორინის შეკითხვები საქართველოში მოხალისეობის კულტურას უკავშირდებოდა. ასევე დაჯილდოვდა „დროის ბანკის” ყველაზე აქტიური მოხალისე კახეთის რეგიონში.

ფორუმის მონაწილე ადგილობრივ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ word cafe–ს ფორმატით პოტენციურ დონორებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ემსჯელათ.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია რეგიონული ჰაბის „მედია ცენტრი კახეთის” მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
Skip to content