კახეთში სამუშაო შეხვედრა თემაზე “სექტორთა შორისი თანამშრომლობა დასაქმებისთვის” გაიმართა

კახეთში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), თემაზე “სექტორთა შორისი თანამშრომლობა დასაქმებისთვის” სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის  მიზანი იყო დასაქმების სექტორში არსებულ პრობლემებზე და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები ცენტრალური და ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და საქართველოს პარლამენტიდან.

შეხვედრის პირველ ნაწილში, მონაწილეებმა განიხილეს შრომის ბაზარის გამოწვევები და შესაძლებლობები, დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა და საშუამავლო სერვისების მიწოდების კუთხით არსებული მდგომარეობა.

მეორე ნაწილი დაეთმო, დასაქმებისთვის პროფესიული განათლებისა და კარიერული ორიენტაციის სერვისების როლზე მსჯელობას,  კარიერის დაგეგმვის გერმანული ინსტრუმენტის „ნავიგატორისა“  და პროფესიული განათლების სისტემის ინოვაციური მართვის მოდელის წარდგენას.

ხოლო მესამე ნაწილში მონაწილეებმა იმსჯელეს დასაქმების ხელშეწყობისთვის კოორდინაციისა და სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ წარადგენა შრომის ბაზრის განვითარების საკოორდინაციო (მრჩეველთა) საბჭოს საქმიანობის პრაქტიკა.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
Skip to content