აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის (PITA) პროგრამის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და ისაუბრა იმ დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
საქართველოს ვირუს COVID-19-თან საბრძოლველად გაუწია.
ელჩმა დეგნანმა ასევე განიხილა ახალგაზრდების აქტივიზმის მნიშვნელობა ვირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენასთან გამკლავებაში. მოდერირებული დისკუსიის შემდგომ გაიმართება კითხვა/პასუხის სესია.
ღონისძიება დაიგეგმა ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის PITA ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
(EDEC).