კეხიჯვარის საჯარო სკოლაში თანასწორგანმანათლებელთა საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ პროექტის მონაწილემ შიდა ქართლის რეგიონიდან ხატია ხაბაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კეხიჯვარის საჯარო სკოლაში 2 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა თემებზე ადამიანის და ბავშვთა უფლებები და მშვიდობის მშენებლობა, მრავალფეროვნება, ტოლერანტობა.

საინფორმაციო შეხვედრები, რომელსაც კეხიჯვრის საჯარო სკოლის მე–9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები იყვნენ ტრენინგში. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ძალადობის საკითხების მიმართ. გაიმართა მოკლე ფილმის ჩვენება და დისკუსია კიბერბულინგთან დაკავშირებით.

პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content