- შესავალი/Introduction
არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
2021 წლიდან ორგანიზაცია ახორციელებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
- საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
პროექტის ერთ–ერთი აქტივობაა: ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება, რომელიც ონლაინ-ტრენინგ კურსების საშუალებით ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციას და დაინტერესებული პირების მიერ მოხალისეობის შესახებ ცოდნისა და უნარების განვითარებას (3.2.6 E-learning creation and facilitation on volunteerism). ახლად შექმნილი ვებ–პლატფორმა უნდა იყოს თანამედროვე, მოქნილი, მარტივად მართვადი და მრავალფუნქციური, უნდა იყოს პროექტის ფარგლებში (3.2.5 Web-platform for Volunteerism (development and administration) შექმნილი პლატფორმისთან volunteer.ge და იმ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული, რომლებიც ქართველ მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობენ (მაგალითად: Facebook, Twitter, Google). ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ პლატფორმის საინფორმაციო ბანერი განთავსდება პლატფორმებზე volunteer.ge და edec.ge;
ვებ-პლატფორმის მომზადებაზე პასუხისმგებელია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, რომელსაც აღნიშნული დავალების განსახორციელებლად ესაჭიროება ვებ დეველოპერი.
2. საკონკურსო განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები | |
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: | 25.01.2022 |
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: | 14.02.2022 |
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: | 18.02.2022 |
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: | 21.02.2022 |
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: | 30.06.2022 |
3. ტექნიკური დავალების მიზანი/Overall Objective of the ToR
ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ-პლატფორმის შექმნა და მისი გამართული მუშაობა.
4. კონკრეტული დავალება/Specific Task
- ვებ პლატფორმის საბოლოო დიზაინის (Mockup) შემუშავება და ფუნქციონალის აღწერილობა დანართი 1-ის შესაბამისად;
- ვებ-პლატფორმა:
- ქართულენოვანი ვერსია შექმნილი უნდა იყოს შრიფტების უნივერსალურ კოდირებაში (UTF-8);
- სრულად თავსებადი უნდა იყოს მობილურ ვერსიასთან PWA (Progressive Web Apps);
- უნდა იყოს AMP-friendly, SSL-friendly, UX-friendly, SEO-friendly – რედაქტირებადი URL-ებით;
- უნდა იძლეოდეს ge/Facebook/Google ანგარიშის აქტივაციის/ავტორიზაციის შესაძლებლობას;
- უნდა იყოს სოციალურ ქსელებთან ინტეგრირებული (Messenger, Share, Like, comment);
- უნდა იძლეოდეს ანალიტიკის ხელსაწყოების ჩასმის შესაძლებლობას (Google Analytics და სხვა);
- სრულფასოვნად უნდა ფუნქციონირებდეს ყველა არსებულ პლატფორმაზე (Windows, Linux, macOS, Android, iOS) და ასევე ყველა პოპულარულ ვებ-ბრაუზერში (MS Edge, Mozilla, Chrome, Opera, Safari);
- შემოწმებას უნდა გადიოდეს W3C სტანდარტების (HTML5) შესაბამის ვალიდატორზე (http://validator.w3.org შეცდომის გარეშე);
- ოპტიმიზებული უნდა იყოს ძირითადი საძიებო სისტემების (Google, yahoo!, Bing, Yandex) მიმართ, ადვილად ჩატვირთვადი მარტივი ინტერფეისით და მოქნილი ნავიგაციით;
- უნდა იძლეოდეს მომავალში ფუნქციონალის გაზრდის, სხვადასხვა კომპონენტის დამატების ან/და ცვლილების შესაძლებლობას;
- უნდა უყოს უახლესი ტექნოლოგიებით აგებული (მაგ: HTML5, CSS3, JavaScript, PHP, MySQL და ა.შ.)
- არ უნდა იცვლებოდეს ვიზუალურად Javascript-ის ბლოკირების შემთხვევაში;
- ვებ-პლატფორმის ტექსტი უნდა მომზადდეს, გამართულ, ლიტერატურულ ენაზე საუკეთესო სამომხმარებლო პრაქტიკის გათვალისწინებით;
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი ჰოსტინგის მოძიება და გამოყოფა, სადაც ვებ-პლატფორმა თავისუფლად და დაცულად იმუშავებს;
- ვებ-პლატფორმა არ უნდა შეიცავდეს SQL injection, Cross-site Scripting (XSS) საფრთხეს და უნდა იყოს მდგრადი DDos შეტევების მიმართ;
- ადმინისტრირების მხარე – ვებ-პლატფორმის სრული მართვა უნდა ხორციელდებოდეს მართვის პანელის საშუალებით;
- ვებ-პლატფორმის მართვის პანელი უნდა იყოს ადვილად მართვადი და სტაბილური შექმნილი სამომხმარებლო გამოცდილების მიხედვით;
- სამართავ პანელს უნდა გააჩნდეს მომხმარებლების რეგისტრაცია და უფლებების დელეგირება;
- შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლებისთვის ნებისმიერი უფლების გამოყოფა, ან გამორთვა, მაგალითად ამა თუ იმ კატეგორიაზე, წვდომა, სიახლეების დამატების, რედაქტირების, წაშლის უფლება, მოდერირება და სხვა;
- ადმინისტრატორს უნდა შეეძლოს მომხმარებლის ჯგუფების იერარქიის მართვა, მომხმარებლებისთვის ახალი ჯგუფების შექმნა, და შექმნილ კატეგორიებში მომხმარებლების ჩამატება/ამოღება;
- ვებ-პლატფორმა აგებული უნდა იყოს კონცეფციის შესაბამისად (იხ. დანართი 1)
- ვებ-პლატფორმის და მართვის პანელის კოდი უნდა იყოს ხელმისაწვდომი რედაქტირებისთვის. სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილ პირს უნდა შეეძლოს ვებ-პლატფორმის პროგრამულ ან ინტერფეისის მხარეს ნებისმიერი ცვლილების შეტანა და ის არ უნდა იყოს შეზღუდული დაშიფრული კოდით;
- ვებ-პლატფორმის შექმნისას გამოყენებული პროგრამული კოდი, დიზაინი და გრაფიკული გამოსახულებები უნდა იყოს შემსრულებლის საკუთრება, ან შემსრულებელს უნდა გააჩნდეს მათი კანონიერი გამოყენების უფლება.
- შემსყიდველს, შექმნილ ვებ-პლატფორმაზე ვადის განსაზღვრის გარეშე (უვადოდ), უნდა გადაეცეს ყველა საავტორო უფლება:
- შექმნილი პროგრამული კოდი კომპილაციის გარეშე;
- პროგრამული კოდის ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ რეპროდუცირების უფლება საჭიროებისამებრ;
- დიზაინის და გრაფიკული გამოსახულებების ნებისმიერი სახით ცვლილების გამოყენების უფლება;
- უნდა განხორციელდეს ვებ პლატფორმის „ბეტა“ ვერსიის შექმნა და გაშვება, ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა;
- უზრუნველყოფილ უნდა იყოს, ორგანიზაციის მიერ ვებ-პლატფორმის ადმინისტრატორის თანამდებობაზე შერჩეული პირის (პირების) სწავლება, შემდგომში ვებ-პლატფორმის სრული ფუნქციონირებისათვის;
- ვებ-პლატფორმის ტექნიკური დახმარება უნდა განხორციელდეს 12 თვის განმავლობაში.
5. მეთოდოლოგია
- ვებ–პლატფორმის შექმნისთვის ახალი იდეების, საინტერესო თემების გამოვლენა, ტრენდების, ტენდენციების, საუკეთესო სამომხმარებლო პრაქტიკების მოძიება, გაზიარება და მუდმივი კომუნიკაცია ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან;
- ვებ-პლატფორმის დიზაინის შემუშავების პროცესში კონსულტაცია, ვებინარი, ვორქშოპი, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან.
- პროდუქტი
- ელექტრონული სწავლების (E-Learning, PWA) ვებ–პლატფორმა
- ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (თებერვალი – ივნისი 2022):
- ვებ-პლატფორმის საბოლოო დიზაინის (Mockup) შემუშავება და ფუქნციონალის აღწერილობა დანართი 1-ის შესაბამისად: თებერვალი-მარტი 2022;
- ვებ-პლატფორმის „ბეტა“ ვერსიის შექმნა და გაშვება, ვებ-პლატფორმის ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა: აპრილი-მაისი 2022;
- ვებ პლატფორმის საბოლოო ვერსიის გაშვება და საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია: მაისი-ივნისი 2022.
- ძირითადი მოთხოვნები
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს;
- პირს უნდა გააჩნდეს ვებ პროგრამირების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- მსგავსი ტიპის ვებ-პლატფორმების შექმნის გამოცდილება მინუმუმ 1 პლატფორმა;
- საკონკურსო განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია მონაწილე პირ(ებ)ის შესახებ:
- სახელი, გვარი/სახელწოდება (იურიდიული პირის შემთხევაში)
- იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
- პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაცია კოდი;
- ტელეფონის ნომერი;
- Cv/რეზიუმე;
- საბანკო რეკვიზიტები;
- პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის პლატფორმების (მინუმუმ 1 პლატფორმა) შექმნის გამოცდილების შესახებ;
- ხედვა ვებ-პლატფორმის დიზაინისა და ფუნქციონალის შესახებ;
- შესასრულებული სამუშაოს ბიუჯეტი (დანართი 2-ის მიხედვით)
- შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები
შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ მონაწილეს.
შერჩევის კრიტერიუმები:
- გამოცდილება – 20 ქულა;
- მსგავსი ტიპის პლატფორმების შექმნის გამოცდილება – 30 ქულა;
- წარმოდგენილი პორტფოლიოს მიხედვით შექმნილი ვებ-გვერდების მუშაობის სტაბილურობა და ხარისხი – 30 ქულა;
- მომსახურების ღირებულება – 20 ქულა.
განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 25 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ „ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ პლატფორმის დეველოპერი“
დანართი 1: ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ პლატფორმის კონცეფცია
დანართი 2: შესასრულებელი სამუშაოს ბიუჯეტი
დანართი 3: ტექნიკური დავალება (TOR)
- დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე
ტელეფონი: 577613693;
ელ-ფოსტა: [email protected]