კონკურსი – ექსპერტი-მოხალისეობის თემაზე პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს კონკურსს ექსპერტის შესარჩევად – მოხალისეობის თემაზე პოლიტიკის დოკუმენტის მოსამზადებლად

კონკრეტული დავალება

1.1 სამაგიდე კვლევის ჩატარება და შემდეგი დოკუმენტების შესწავლა:

  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტუტუტის კვლევა „ფილანტროპია და მოხალისეობრივი საქმიანობა – საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო“;
  • საქართველოს კანონი „მოხალისეობის შესახებ“;
  • 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია;
  • საჯარო ინსტიტუციების მიერ მომზადებული ან/და დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტები, რომელიც მოიცავს მოხალისეობის საკითხებს;
  • რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევებს;
  • გაეროს ახალგაზრდულ სტრატეგიას (2030);
  • ევროკავშირის ახალგაზრდულ სტრატეგიას (2019-2027);
  • ევროპის ქვეყნების მოხალისეობის ეროვნულ სტრატეგიებს;
  • მოხალისეთა პროგრამებს.

1.2. დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა (ექსპერტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სახელისუფლებლო სტრუქტურების, ბიზნესის და მედია სექტორის წარმომადგენლები და სხვა);

  • ინდივიდუალური შეხვედრების, ფოკუს-ჯგუფების ჩატარება/ორგანიზება (პირისპირ და ონალინ რეჟიმში);
  • ჩაღრმავებული ინტერვიუები;
  • პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;

1.3. დაინტერესებულ მხარეებთან (ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო, ბიზნეს და მედია სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები) შეხვედრების ორგანიზების შედეგად შეგროვებული ინფორმაციების დამუშავება და ანალიზი;

1.4. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოხალისეობის თემაზე პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება;

1.5. დასკვნების და რეკომენდაციების საფუძველზე გეგმის მომზადება ცვლილებების ადვოკატირებისთვის – მოსალოდნელი შედეგების, მონიტორინგის და შეფასების ჩათვლით. (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი #1)

 

წინადადების მიღების დაწყების თარიღი:17.01.2023
წინადადების მიღების დასრულების თარიღი:27.01.2023
წინადადების განხილვის ბოლო ვადა:  30.01.2023
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა:03.02.2023
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა:31.08.2023

 

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • CV, სადაც აღწერილია კანდიდატის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილების შესახებ; მითითებულია ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებენ კანდიდატის, ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი საქმიანობების შესრულების გამოცდილებას.
  • შესასრულებული სამუშაოს ღირებულება (მითითებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და უნდა მოიცავდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს).

 

განაცხადები მიიღება ელექტრონულად 2023 წლის 17 იანვრიდან – 27 იანვრის  ჩათვლით, 15:00 საათამდე, ელ ფოსტის მისამართზე admin@edec.ge სათაურში მიუთითეთ „ექსპერტი“

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტებს.

 

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330

საკონტაქტო პირი: ილია ნაცვალაძე

ტელეფონი: 577 780 406

ელ-ფოსტა: ilia_natsvaladze@edec.ge

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
20-21 იანვარს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: ,,მეწარმის ხედვიდან მცირე სტრატეგიამდე“ ტრენინგი გამართა. ტრენინგის
„თუ სურვილია შესაძლებლობაც ჩნდება. იმოქმედეთ, იბრძოლეთ და რაც მთავარია შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც დაგაჯერებენ რომ ყველაფერი გამოგივა“ ნინო ციბაძე ამჟამად კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობს.
Skip to content