კონკურსი – ტრენერი/ტრენერთა ჯგუფი – ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და განხორციელება ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციების განვითარების მიზნით

1. შესავალი

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
2021 წლიდან ორგანიზაცია ახორციელებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.

2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.

3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
ტრენერი/ტრენერთა ჯგუფი – ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და განხორციელება ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციების განვითარების მიზნით
პროექტის ერთ–ერთი აქტივობაა ათ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ამბროლაური, ბათუმი, ბაღდათი, ზუგდიდი, გორი, დუშეთი, ახალციხე, ბოლნისი, თელავი) ახალგაზრდული საბჭოს შექმნა/გაძლიერება, რომელთა მიზანია ახალგაზრდების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციების ამაღლების მიზნით, რათა მათ ეფექტიანად შეასრულონ თავიანთი ფუნქციები და ამით ხელი შეუწყონ საბჭოს საქმიანობის წარმატებით განხორციელებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ესაჭიროება ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის ტრენინგ–პროგრამას და ჩაატარებს ტრენინგებს ახალგაზრდული საბჭოების წევრებისათვის.

2. ტექნიკური დავალების მიზანი

2.1. წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია შეარჩიოს ტრენერი, ან ტრენერთა ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ტრენინგ–პროგრამას და ჩაატარებს ტრენინგებს ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებისთვის საბჭოში საქმიანობისთვის საჭირო კომპეტენციების გასავითარებლად.

2.2 ტრენინგები უნდა ჩატარდეს სამ ეტაპად მოცემულ თარიღებში, პირისპირ ფორმატში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში – სასტუმრო „პრომეთეუსი“ მის: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. #11

– I ეტაპი: 27-29 ივლისი, 2022 წელი;
– II ეტაპი: 30-31 ივლისი – 1 აგვისტო, 2022 წელი;
– III ტრენინგი: 2-4 აგვისტო, 2022 წელი;

დღის განმავლობაში ტრენინგისთვის განსაზღვრული საკონტაქტო საათები არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, შესვენებების ჩათვლით;
სამუშაო ენა: ქართული. ტრენინგის თითოეულ ეტაპს სულ 30 მონაწილე დაესწრება (3 მონაწილე თითოეულ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ამბროლაური, ბათუმი, ბაღდათი, ზუგდიდი, გორი, დუშეთი, ახალციხე, ბოლნისი, თელავი) არსებული ახალგაზრდული საბჭოდან).
ტრენინგის თითოულ ეტაპს უნიკალური მონაწილე ეყოლება.

3. კონკრეტული დავალება:

3.1. ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციების განვითარების მიზნით ტრენინგ–პროგრამის მომზადება:

3.1.1. ტრენინგ-პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს ახალგაზრდული საბჭოების საქმიანობას და უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:

I ეტაპი – აქტიური მოქალაქეობა:
– ისტორია და პოლიტიკური იდეოლოგიები, სახელმწიფო მმართველობა, კონსტიტუცია, მთავარი სტრუქტურები – მათი კომპეტენციები და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები;
– დემოკრატიის საფუძვლები, ადამიანის უფლებების წარმოშობის ისტორია და ძირითადი დოკუმენტების ზოგადი მიმოხილვა;
– ბავშვის უფლებები (ბავშვის უფლებათა კონვენცია, ბავშვთა კოდექსი);
– სახელმწიფოს როლი და საზოგადოება, როგორც დამცველი, პრეცედენტული ქეისები;
– სახელმწიფოს სპეციალური დაცვის ობიექტი: არასრულწლოვნები, ქალები, შშმ პირები, მოხუცები;
– ადვოკატირება და ლობირება.

II ეტაპი – ურთიერთობების განვითარება და მართვა:
– მოხალისეობა;
– გლობალური მოქალაქეობა;
– ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, იდენტობა, სტერეოტიპები, დისკრიმინაცია, მიმღებლობა;
– კულტურული თვითგამოხატვა ხელოვნებისა და შემოქმედების საშუალებით;
– საერთაშორისო ქსელები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და გაერთიანებები;
– საერთაშორისო და ადგილობრივი პლატფორმები, რომლებიც ახალგაზრდებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და კომუნიკაციას უწყობს ხელს;
– ურთიერთობების განვითარება და მართვა.

III ეტაპი – პროექტის მომზადება და მართვა:
– არასამეწარმეო საქმიანობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საინციატივო ჯგუფები და მათი მუშაობის სპეციფიკა;
– თანამშრომლობა და კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებსა და მხარდამჭერებთან;
– საჭიროებების კვლევა (პრობლემების ხე);
– პროექტის დიზაინი, საპროექტო წინადადების წარდგენა/პრეზენტაცია;
– რესურსების მობილიზება და განხორციელება.
3.2 ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციების განვითარების მიზნით ტრენინგების ჩატარება

4. მეთოდოლოგია:

4.1. ტრენინგის ჩატარების ყველა ეტაპზე მონაწილეებისთვის შეთავაზებულ იქნას პრაქტიკული დავალებები და სავარჯიშოები, როგორიცაა: „პრობლემების ხის“ მომზადება, მუშაობა საპროექტო იდეებზე, სათემო რუკის მომზადება და სხვა.

4.2. ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ შეიმუშავონ გეგმა, როგორ გაუზიარებენ მიღებულ ინფორმაციას საბჭოს დანარჩენ წევრებს და ადგილობრივ ახალგაზრდებს.

4.3. ტრენინგი უნდა მოიცავდეს: კითხვა-პასუხს, დისკუსიას, მცირე ჯგუფებში მუშაობას, პრეზენტაციებს, პრაქტიკულ დავალებებს, სიმულაციურ და როლურ სავარჯიშოებს და სხვა ინტერაქტიული სწავლების მეთოდებს.

4.4. ტრენერმა უნდა უზრუნველყოს თანაბარი პირობები თითოეული მონაწილის აქტიური ჩართულობისთვის და მიიღოს ზომები ყოველგვარი დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის გამოყენების თავიდან არიდებისთვის.

4.5. ტრენინგ–პროგრამა უნდა შეთანხმდეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან.

5. პროდუქტი

5.1. ახალგაზრდული საბჭოების წევრების მოსამზადებელი ტრენინგ-პროგრამა წინასწარ შეთანხმებული ფორმის მიხედვით;
5.2. ჩატარებული ტრენინგების ანგარიში.

6. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (ივლისი-აგვისტო; 2022)

6.1. ტრენინგ-პროგრამის მოდულების მომზადება და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან შეთანხმება (ივლისის II კვირა);
6.2. ტრენინგების ჩატარება (ივლისის – IV-აგვისტოს I კვირა).

7. ძირითადი მოთხოვნები

7.1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს.
7.1.1. ფიზიკურ პირს უნდა გააჩნდეს:
– სასწავლო მასალების მომზადების და ტრენინგების ჩატარების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
– ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
7.2. დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
– სახელი, გვარი;
– იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
– პირადი ნომერი;
– ტელეფონის ნომერი;
– CV/რეზიუმე, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარების გამოცდილების და სასწავლო მასალების მომზადების შესახებ.
– შესასრულებელი სამუშაოს ფასი
შენიშვნა: ტრენერის/ტრენერების ტრანსპორტირებასა და განთავსებას უზრუნველყოფს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

8. შერჩევის პროცედურები/ Selection procedure:

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ მონაწილეს.
შერჩევის კრიტერიუმები:
1. სასწავლო მასალების მომზადების და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება – 30 ქულა;
2. ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება – 20 ქულა;
3. ხედვა განსახორციელებელი სამუშაოს შესახებ – 30 ქულა;
4. ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი – 20 ქულა;
განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 22 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ „ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და განხორციელება ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციების განვითარების მიზნით“

9. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: მინდია თავხელიძე
ტელეფონი: 557 52 25 34
ელ-ფოსტა: [email protected]

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content