ლია კორინთელი დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის მონაწილე

23 წლის დაწყებითი განათლების პედაგოგი ლია კორინთელი ერთ-ერთი მათგანია ვინც ქ. გორში დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის საშუალებით საბავშვო ბაღის აღმზრდელის მოკლევადიანი სასწავლო კურსი გაიარა.

ლიას განსაკუთრებით უყვარს პატარები და მათთან ურთიერთობას თანამედროვე მიდგომებით კარგად ახერხებს. მეგობრისგან შეიტყო პროგრამის შესახებ და სწრაფადვე მიიღო გადაწყვეტილება ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვა. გაიარა გასაუბრება და ჩაირიცხა საბავშვო ბაღის აღმზრდელის საგანმანათლებლო კურსზე. თეორიული სწავლების შემდგომ პრაქტიკულ მუშაობაზე გადავიდა და ამჟამად სტაჟრებას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

„ყველა ბავშვი განსხვავებულია და ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. მათი თავისებურებების გამო ყველას სჭირდება გაგება, რაც ურთიერთობებს აადვილებს. ყველა ძალიან საყვარელია, გამორჩეული თვისებები აქვთ, ერთმანეთზე უკეთესები არიან.”

ლია სტუდენტობის დროსაც გადიოდა პრაქტიკულ სწავლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი პროფესიული განვითარებისთვის. მოკლევადიანმა სასწავლო პროგრამამ კი კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მისცა.

საბავშვო ბაღის აღმზრდელის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“,  რომლის მიზანს
ელისო თეიმურაზიშვილი ამჟამად საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ ადამიანები ხშირად, ერთ ადგილას ყოფნას ვეჩვევით. წინ წასვლის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ გვეშინია.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
Skip to content