ლიკა კილაძე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძეს შეხვდა

დღეს ქალაქ გორში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძეს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ამოცანებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობას და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.
36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.
„ისწავლე დასაქმებისთვის!“ პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებას დაიწყო დასაქმების ცენტრმა. პროექტის ფარგლებში, 3,240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნასა და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს ძიების უნარებს, მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამაში – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში, რომელთა მინიმუმ 50% დასაქმდება.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022 წლის 24 მაისს, გურიაში, ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ პროექტის ,,ისწავლე დასაქმებისთვის’’ მიმდინარე შედეგების
10 მაისს, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა
ლაშა ტარუაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად  გორში, სასტუმრო ,,ლაქი”– ში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობს. ყველაფერი კი ასე დაიწყო. დასაქმების ცენტრის შესახებ მან მეგობრისგან
Skip to content