„მაკდონალდსის” მხარდაჭერით დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო” ბენეფიციარებს ადაპტირებული მინივენი მოემსახურება

მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქციის McHappy Day მიზანი ამჯერად ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელების ადაპტური გარემოს გაუმჯობესება გახლდათ. აქციის მხარდაჭერით ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარები გადაადგილებას ადაპტური მინივენით შეძლებენ.

ეს მნიშვნელოვანი სიახლე მაკდონალდსმა” დღეს გამართულ საზეიმო შეხვედრაზე ამცნო დღის ცენტრის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს და თან მაკდონალდსის” პროდუქციით გაუმასპინძლდა.

„მაკდონალდსის“ საქველმოქმედო აქციაში ჩართვა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო. Mc Happy Day-ს მხარდასაჭერად კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად აქციისთვის ხელთნაკეთი აქსესუარები სოციალურ საწარმოში „ფარშევანგი“ დამზადდა, რომელთა შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებიც ავტომატურად ქველმოქმედების თანამონაწილეები ხდებოდნენ.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი დღის ცენტრისა და ბენეფიციარების სახელით მადლობას უხდის კომპანიას მაკდონალდსი” მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის!

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content