მაკო კასრაძე ვიზაჟისტია ქალაქ გორიდან. მან დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში ვიზაჟისტის მოკლევადიანი სასწავლო კურსი გაიარა. საკუთარი საქმე ძალიან უყვარს, თუ აქამდე საკუთარ თავზე და საახლობლო წრეში გადიოდა პრაქტიკას, საკვალიფიკაციო პროგრამის დაუფლების შემდგომ ამ სფეროში სალონში „ბიუთი არტ“ დასაქმდა და უკვე სხვა ადამიანების გალამაზება მისი ყოველდღიურობა გახდა.
ფიქრობს, რომ გაუმართლა, იმ საქმეს აკეთებს რაც სიამოვნებასაც ანიჭებს და თავსაც რეალიზებულად გრძნობს. მადლიერია პედაგოგის ვინც დეტალურად შეასწავლა ვიზაჟის ტექნიკები. მიეცა სითამამე და გამბედაობა რადგან თავისი საქმე უკვე კარგად იცის.
„თანამედროვე ქალბატონებს ძირითადად მსუბუქი მაკიაჟი მოსწონთ, შესაბამისად ჩემს პრაქტიკაში სადა და დახვეწილი ფერების გამოყენება მიწევს უმეტესად, თუმცა დიდი სიამოვნებით ვაკეთებ სადღესასწაულო მაკიაჟზაც. ვიზაჟისტისთვის მნიშვნელოვანია უყვარდეს სილამაზე და ყველა ფერი.”
მაკო ურჩევს და უსურვებს ქალბატონებს, რომ გამოიყურებოდნენ ყოველთვის ლამაზად მიუხედავად ასაკისა და მდგომარეობისა.
ვიზაჟის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.