მესტიაში ევროპის დღე აღნიშნეს

22 ივნისს, მესტიაში ევროპის დღე აღნიშნეს. ერთი დღით სეტის მოედანი „ევროსოფლად“ გადაიქცა, სადაც ინფორმაციული და გასართობი აქტივობები ჩატარდა.

სტუმრებს შეეძლოთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტენდებთან უშუალოდ გაცნობოდნენ, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ევროპის დღეზე ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები წარადგინა. წარდგენილ პროექტებს შორისაა ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმა „დროის ბანკი“, სოციალური საწარმო „ფარშევანგი”, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებაზე მიმართული და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების პროექტები.

ევროპის დღის აღნიშვნის ფარგლებში „დროის ბანკის” გათამაშებაც გაიმართა. მოხალისეობის კულტურასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ახალგაზრდები პასუხობდნენ. ვიქტორინაში გამარჯვებულები სოციალური საწარმოს „ფარშევანგი” მიერ ქვილინგის ტექნიკით დამზადებული სუვენირებით დასაჩუქრდნენ.

ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს ზეიმობენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის აღსანიშნავად. მან ევროპაში ახალი ფორმის პოლიტიკური თანამშრომლობის იდეა წამოაყენა, რომელსაც ევროპის ქვეყნებს შორის ომი შეუძლებლად უნდა ექცია და მათ ქვანახშირისა და ფოლადის რეზერვების გაზიარება სთხოვა. ამ იდეამ დასაბამი მისცა ევროპის კავშირის შექმნას, რომელიც 28 ქვეყანას და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს 60-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებში.

ევროპის დღის აღნიშვნა 5 მაისს თბილისიდან დაიწყო. წლევანდელი ევროპის დღე გაიმართა დევიზით „ერთად უფრო ძლიერი ვართ“, რათა ხაზი გაესვას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებს.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content