მზარეულის დუალური პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამის მონაწილეების გასაუბრება გაიმართა

გორში, მზარეულის დუალური პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 36–მა იძულებით გადაადგილებულმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ახალგაზრდამ გამოთქვა.

გასაუბრების შედეგად შერჩეული მონაწილეები მზარეულის 300 საათიან პრაქტიკულ და თეორიულ კურსს გაივლიან.

პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის უნარ–ჩვევებსა და ცოდნას შესძენს, კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი ანაზღაურებად სამთვიან სტაჟირებას სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში გაივლიან, რაც მათ კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content