მზარეულის დუალური საგანმანათლებლო კურსის მონაწილეთა სტაჟირება გორში არსებულ კვების ობიექტებში

მზარეულის მომზადება – გადამზადების საგანამათლებლო პროგრამის მონაწილეები ანაზღაურებად სტაჟირებას გორში არსებულ კვების ობიექტებსა და სასტუმროების რესტორნებში გადიან.

ნიკოლოზ მაისურაძე, სასტუმრო ,,ლაქის“ შეფ–მზარეულს, თავის ორ თანაკურსელთან ერთად უწევს თანაშემწეობას.
,,საშაურმეში ვმუშაობდი, იქ მივხვდი, მზარეულობა იქნებოდა ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო პროფესია, აღნიშნულმა კურსმა და ახლა უკვე სტაჟირებამ, საშუალება მომცა ამ მიმართულებით მიმეღო მეტი ცოდნა და გამოცდილება.“ – აცხადებს ნიკოლოზი.

სასტუმრო ,,ლაქის“ გარდა, მზარეულის დუალური კურსის მონაწილეები სტაჟირებას სასტუმრო ,,ვიქტორიაში”, რესტორან ,,ჩინებულსა“ და , კაფე–ბარ „ჟოზეში“ გადიან.

რესტორან ,,ჩინებულის“ მენეჯერი, ზურაბ ლაზარაშვილი ამბობს, რომ პროექტმა კარგი შესაძლებლობა მისცა დამსაქმებლებსაც. ,,კარგი კადრები ჭირს, ბიზნესს ვაფართოვებთ, სხვა ობიექტებსაც ვაკეთებ და თანამშრომლების ძებნა აღარ დამჭირდება, ჩვენთან 3 პირი გადის სტაჟირებას, მათ ადგილზე დასაქმების დიდი შანსი აქვთ, ყოველშემხვევაში ამის სურვილი მათ და მეც ერთნაირად გვაქვს.“

საერთო ჯამში ანაზღაურებად სტაჟირებაში მზარეულის მიმართულებით გორში 12 კურსდამთავრებულია ჩართული. სტაჟირების დასრულების შემდეგ ისინი შესწავლილი პროფესიის პროფილის შესაბამისად დასაქმდებიან.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

2024 წლის 16 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯ “კონსტრუქტ2” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის
„პროექტის განხორციელებით ახალგაზრდები გაანალიზებენ მოხალისეობის არს და მნიშვნელობას პიროვნების განვითარებასა და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ასევე, პროექტის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა თანატოლების ინტერესის შესაბამისად
2024 წლის 17 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯ “განთიადის” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის
Skip to content