„მომავლის თაობა” სამოქალაქო კლუბების წევრები მოსამართლე სიმონ ჩხაიძეს შეხვდნენ

პროგრამის „მომავლის თაობა” მონაწილე სამოქალაქო კლუბების წევრები, სიმონ ჩხაიძეს-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს შეხვდნენ.

მოსამართლე სიმონ ჩხაიძემ მოსამართლის პროფესიაზე და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

მოსწავლეები გაეცნენ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო სამართლებრივ თემებს და ადამიანის უფლებებს, მოსამართლის პროფესიას, სასამართლო სისტემის სპეციფიკას, კიბერბულინგის პრევენციის სამართლებრივ მექანიზმებს და ახალგაზრდა მოსამართლეების დასაქმების საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა მოსწავლეების მიერ განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის, ნაადრევი ქორწინების და სკოლაში ბულინგის პრევენციის საკითხებზე გამართულ საინფორმაციო კამპანიებს ასახავდა.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content