მოსწავლეების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკის ტრენინგ კურსის მონაწილეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდნენ, სადაც იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.

მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ განსახილველი საქმის შინაარსს და სასამართლო პროცესის სრულფასოვნად წასამართად დაცვის და ბრალდების მხარის როლები მოირგეს.

არგუმენტირებული მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, ფაქტებზე ორიენტირებულობა – ამ უნარებზე დაკვირვების შედეგად საუკეთესო მონაწილე თავად მოსწავლეებმა გამოავლინეს. ქუთაისის მე–19 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი კოპალაძე იმიტირებული სასამართლო პროცესის საუკეთესო მონაწილე გახდა. მას სიმბოლური საჩუქარი გადაეცემა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროცესში სულ 14 მოსწავლე მონაწილეობდა ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლიდან.

საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკის 4 თვიანი ტრენინგ კურსი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content