მოხალისეებმა ნანუკა ჩოგაძემ და ანანო ედიბერიძემ ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარებს საინტერესო ზღაპრები წაუკითხეს. ბავშვებმა ,,სამი ფორთოხლის” და „ასფურცელას“ ზღაპრები მოისმინეს.
ონლაინ შეხვედრამ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა, ზღაპრებმა ბავშვებს ბევრი კითხვა გაუჩინა, დიდხანს იმსჯელეს კიდეც
და ბოლოს აზრები პედაგოგთან და სტუმრებთან ერთად შეაჯამეს.