„მოხალისეობის პოპულარიზაცია ბორჯომის ახალგაზრდებში“ ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივა

ბორჯომის მოხალისე მეხანძრეების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა „მოხალისეობის პოპულარიზაცია ბორჯომის ახალგაზრდებში“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებული კონკურსის „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ კიდევ ერთი გამარჯვებულია.

ინიციატივის ფარგლებში მოხალისე მეხანძრეებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ქვაბისხევის ხეობაში, დასუფთავების აქცია გამართეს და დაასუფთავეს საპიკნიკე ადგილები.

გარდა ამისა, გაიმართა საინტერესო ღონისძიება – „გაქცევა ლაბირინთიდან’’, რომლის დროსაც მოხალისეებს უნდა ეპოვნათ კონკრეტული ლოკაცია და შეესრულებინათ სხვადასხვა სახის დავალება, რაც მოიცავდა ფიზიკური, მენტალური და ვიზუალური თავსატეხების ამოხსნას. აღნიშნული აქტივობა მოხალისე მეხანძრებს კომპანია „გრატა’’ #catalystglobal -ის გუნდმა შესთავაზა. მისი განხორციელებისათვის მოხალისეებს დაურიგდათ ზურგჩანთები და პლანშეტები.

ინიციატივის მიზანია მოხალისეობის, როგორც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და მათი ჩართვა მოხალისეობრივ საქმიანობებში.

ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, მათ შორის:

‣ მოხალისე მეხანძრეთა ჯგუფისათვის ჩატარდება გასვლითი ტრენერთა ტრენინგი თემაზე: მოხალისეთა მოზიდვა და მოტივაცია;

‣ მოხალისე მეხანძრეები ბორჯომის საჯარო სკოლებში უფროსკლასელებისათვის ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს მოხალისეობის არსზე;

‣ შეიქმნება ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბები, რომლებიც ჩაერთვებიან საზოგადოებისათვის სასარგებლო სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში.

კონკურსი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მოხალისეობის გზით მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდას.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content