მოხალისეობის რეგიონული ფორუმი ბათუმი 2023

2023 წლის 19 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის” გაიმართა.

ფორუმის მიზანი იყო აჭარის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაცია. ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.

ფორუმის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო აჭარის რეგიონში განხორციელებული მოხალისეობრივი ინიციატივები.

ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოეწყო CSO EXPO – ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების პროდუქტების გამოფენა, სადაც აჭარის რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მათი საქმიანობა და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა შესთავაზეს.

გამოფენაზე ბათუმის ახალგაზრდულმა საბჭომ, მისი როლისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, აუდიტორიას განხორციელებული საქმიანობა გააცნო.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – “მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში”, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ღონისძიების მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“ პრეზენტაცია.

აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content