მოხალისეობრივი ვორქშოპი – „უსაფრთხოების წესები covid-19 –ის პრევენციისთვის“

დღეს, როცა სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, კორონა ვირუსთან საბრძოლველად ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური გავრცელება, ერთ–ერთი მთავარი ბერკეტი გახდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ, არაერთი ორგანიზაცია აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს.

პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთო უამრავი მოხალისე. სანდო და პროფესიული წყაროებისგან მიღებული რეკომენდაციები ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე იმ ჯგუფებისთვის, რომელთაც უწევთ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა. ყოველივე ეს გახდა საფუძველი Timerepublik Georgia ფეისბუქის გვერდზე, 2020 წლის 7 აპრილს, გამართული ონალიან ჩართვის თემაზე:  „უსაფრთხოების წესები covid-19 –ის პრევენციისთვის“.

ვორქშოპი მოხალისეობრივად წარმართა საქართველოს წითელი ჯვირს საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო ავალიანმა და ისაუბრა ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე, როგორიცაა: ვირუსი covid-19 და მისი დამახასიათებელი სიმპტომები; ვირუსის სიცოცხლის უნარიანობა ჰაერსა და მყარ ზედაპირზე; დეზინფექციის მნიშვნელობა და მისი განხორციელების წესები; კორონა ვირუსისაგან თავდაცვის და უსაფრთხოების წესები.

ვორქშოპიზე დასწრების მსურველების მობილიზება მოხალისეობრივი პლატფორმის www.timerepublik.com -ის, ფეისბუქ გვერდის Timerepublik Georgia საშუალებით და რეგიონული ჰაბების ჩართულობით განხორციელდა. თემის აქტუალურობიდან და კვალიფიციური რეკომენდაციებიდან გამომდინარე ვიდეო ჩანაწერის მნახველთა რიცხვი სისტემატურად იზრდება.

საინფორმაციო კამპანია ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირებას, ონლაინ ჩართვის სამიზნე ჯგუფი ის მოხალისეებიც იყვნენ, რომლებიც თვითმმართველობების მიერ, მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად დაგეგმილ მნიშვნელოვან აქტივობებში მონაწილეობენ.

10 მოხალისე, რომლებიც რეგიონული ჰაბების ჩართულობით შეირჩა, ვორქშოფზე მიღებულ ცოდნას, თანატოლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ონლაინ სივრცეში გაუზიარებენ.

ვორქშოპი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).” პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღის მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული და
25 წლის ანა ბენდელიანმა სასურველი სამსახური, „ისწავლე დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისის დასაქმების ცენტრის დახმარებით იპოვა. ანამ აფხაზეთის ა/რ N5 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა
ვაკანსიის დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2021 წლის
Skip to content