მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის ონლაინ შეხვედრები მოეწყო

2023 წლის 12 და 13 აპრილს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), თემაზე: “ციფრული მოხალისეობის მნიშვნელობა”  ონლაინ შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა მოხალისებრივ საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის საქართველოში პირველი მოხალისეობის ციფრული პლატფორმის www.volunteer.ge გაცნობა და ციფრული მოხალისეობის საჭიროებებისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი ის მოხალისეები/მოხალისეთა ჯგუფის/ორგანიზაციის წევრები ესწრებონენ, რომელთა წარმატებული მოხალისეობრივი ისტორიები გამოქვეყნებულია ვოლუნტერის სოციალურ არხებზე.  მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ მეტი, ციფრული მოხალისეობის პლატფორმის www.volunteer.ge მიზნების, მოხმარების და რეგისტრაციის წესების შესახებ.

შეხვედრები ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content