მრგვალი მაგიდა თემაზე: უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები სოციალურ სერვისებში გაიმართა

2022 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო ,,იოტაში’’, პროექტის: ,,სწავლა მეგობრებისგან – პროფესიული გამოცდილების გაზიარება შშმ პირებთან მუშაობისას’’ ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების შესახებ სასწავლო ვიზიტში მიღებული ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, პროექტის მონაწილეები და ექსპერტი, რომელმაც ისაუბრა თემაზე – „უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები სოციალურ სერვისებში“.

შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყვნენ ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდნ დევნილთა, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში სერვისის მიმწოდებელი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და თემის წარმომადგენლები.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია, იმ გამოწვევების შესახებ რაც გვაქვს სოციალურ სერვისებში უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების შესაბამისად.

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის ,,სწავლა მეგობრებისგან – პროფესიული გამოცდილების გაზიარება შშმ პირებთან მუშაობისას’’ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content