მცირე საგრანტო პროგრამის „ტოლერანტული და მრავალფეროვანი ქუთაისი“ ფარგლებში 2 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, მცირე საგრანტო პროგრამის „ტოლერანტული და მრავალფეროვანი ქუთაისი“ ფარგლებში ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი გიდების უნარ-ჩვევების თემაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების უნარების განვითარება გიდის უნარ-ჩვევებზე, გიდის წარმატებული პროფესიული წინსვლის სტანდარტებზე და ინდიკატორებზე, ცნობიერების ამაღლება ქუთაისში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების იმ წვლილზე, რაც მათ დატოვეს ქალაქის ცხოვრებასა და განვითარების კუთხით.

ტრენინგის მიმდინარეობისას განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ვინ არის გიდი?; ექსკუსრსიამძღოლის, გიდის მოვალეობები და უნარ-ჩვევები; ექსკურსიის ჩატარების მეთოდიკა; ობიექტის ჩვენების მეთოდური ხერხები; უსაფრთხოება ტურის მიმდინარეობისას; გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები; ადამიანებთან (ექსკურსანტებთან) ურთიერთობებისას აღმოცენებული და ექსკურსიებთან დაკავშირებული პრობლემები; ჯგუფის გაძღოლა და სხვა.

ტრენინგის მესამე დღე დაეთმო პრაქტიკულ ნაწილს – ქუთაისის საფეხმავლო ტურს, რომლის ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდებმა დაათვალიერეს და გაეცვნენ ქალაქში არსებულ ისტორიულ ადგილებს, არქიტექტურას, რომლებშიც წვლილი შეიტანეს ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა. სამომავლოდ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდები, თავიანთი თანატოლებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის თავად მოაწყობენ ტურს „ტოლერანტული და მრავალფეროვანი ქუთაისი“, რაც ქუთაისში ახალი ტურისტული მარშუტების დამუშავებასა და შემდგომ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ტრენინგის მუშაობას ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიებები ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
20-21 იანვარს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: ,,მეწარმის ხედვიდან მცირე სტრატეგიამდე“ ტრენინგი გამართა. ტრენინგის
„თუ სურვილია შესაძლებლობაც ჩნდება. იმოქმედეთ, იბრძოლეთ და რაც მთავარია შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც დაგაჯერებენ რომ ყველაფერი გამოგივა“ ნინო ციბაძე ამჟამად კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობს.
Skip to content