ოზურგეთში, თემატურ შეხვედრაზე დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

2023 წლის 28 აპრილს, ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, ოზურგეთში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სექტორთა შორის თანამშრომლობა განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად, მიმდინარე გამოწვევებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობა. ღონისძიებას  ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, მედიის, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის არმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა და კოლეჯ ბლექსის დირექტორის მოადგილე მაია თოიძემ იმსჯელეს დასაქმებისთვის კარიერული ორიენტაციის და პროფესიული განათლების სერვისების როლსა და მნიშვნელობაზე, დუალური განათლების საერთაშორისო და ქართულ პრაქტიკაზე. ღონიძიების ბოლოს დისკუსია გაიმართა.

 

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“  რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევოროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content