ოზურგეთში მოხალისეობის ფორუმი, ევროპის დღესთან ერთად გაიმართა

მოხალისეობრივ ფორუმს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სტუმრობდა. ელჩი ფორუმის საქმიანობასა და მონაწილე ადგილობრივ ორგანიზაციებს გაეცნო.

ფორუმის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. ფორუმში მონაწილე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტუმრებს თავიანთი საქმიანობა გააცნეს და ვაკანტურ პოზიციებზე მოხალისეობა შესთავაზეს. ფორუმის მონაწილეებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის – „დროის ბანკის“ შესახებ, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ მოხალისედ.

ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა მოისმინეს ევროკლუბისა და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს ადგილობრივი პროექტების კოორდინატორის თეონა სადრაძის საჯარო ლექცია მოხალისეობრივი საქმიანობის ტრადიციებისა და თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ. გაიმართა ფილმის – „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება. სხვადასხვა ინტერაქციული თამაშების – „აღმოაჩინე საქართველო“, „აღმოაჩინე ევროპა“, City Game – „იპოვე ამბავი“, „დროის ბანკის“ ვიქტორინა, გამარჯვებულებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებულია ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კოსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content