ოზურგეთში, საწარმოების წარმომადგენლებისთვის მენტორთა ტრენინგი ჩატარდა

21 აპრილს, ოზურგეთში, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში,საწარმოების წარმომადგენლებისთვის, მენტორთა ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პოტენციური მენტორის ცოდნის, უნარების და კომპეტენციების განვითარება, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნის, კონკრეტული მიმართულების პროფესიული პროგრამის განახორციელების, პრაქტიკული სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის. ტრენინგზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ თემებს, როგორებიც არის პროფესიული განათლება და საგანმანათლებლო შესაძლებლობები, მენტორის (ინსტუქტორის) ფუნქცია მოვალეობები, სწავლების მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროცესების დაგეგმვა/განხორციელება საწარმოში და სხვა. ტრენინგს პროფესიული განათლების ექსპერტი, ზაირა ბერიძე უძღვებოდა.

ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს. 

16 მაისს, კოლეჯში „იბერია“ ღია კარის დღე გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა პროფესიით დაინტერესებული ქუთაისის საჯარო სკოლების (41; 9; 33; 29; 17) მოსწავლეები გააერთიანა. პროფესიებით დაინტერესებულ
„ჩემი იდეა იყო შემექმნა საბანაკე ტიპის ორთვიანი აკადემია, სადაც სკოლის მოსწავლეები ნულოვანი გამოცდილებით დაიწყებდნენ ყველა იმ უნარის შესწავლას და გამოყენებას, რომელიც წაახალისებდა და გააუმჯობესებდა
ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
Skip to content