ოზურგეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 18 ივლისს, ოზურგეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მომხსენებლებმა საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს.

პროექტისა და დისკუსიის თემა მონაწილეებს ნათია ნამიჭეიშვილმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტრომა წარუდგინა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ქეთევან მოისწრაფეშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში და კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი მიესალმნენ. დისკუსიას ASB საქართველოს წარმომადგენელი თეონა ჯულუხაძე ესწრებოდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა. მან ასევე წარადგინა ის მხარდამჭერი სერვისები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეიმუშავა.

ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებული კვლევის ,,საჯარო ფინანსების გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიისა და თანამონაწილეობისათვის“ შედეგები და კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციები გიორგი ალავიძემ, მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ გამგეობის წევრმა წარადგინა.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content