ონლაინ პრეზენტაცია – „სახელმწიფო მმართველობის რეფორმა – PAR მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში“

8 ოქტომბერს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „სახელმწიფო მმართველობის რეფორმა – PAR მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

კვლევა, რომელიც გამჭვირვალობის, ეფეტურობის და ინკლუზიურობის მიმართულებით ჩატარდა, მიზნად ისახავს გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმის მიერ საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგს.

ფონდი სოხუმის მიერ დამტკიცებული მექანიზმის მიხედვით, მონიტორინგი გულისხმობდა მუნიციპალიტეტის საინფორმაციო პლატფორმების (ვებ გვერდი, facebook-გვერდი) და სამართლებრივი აქტების მიმოხილვას, ასევე შეხვედრებს პასუხისმგებელ პირებთან. კვლევის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვასთან დაკავშირებით, მომზადდა ალტერნატიული ანგარიში დასკვნებითა და რეკომენდაციებით, ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების მიზნით.

კვლევის შედეგები აჩვენა რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები როგორც საკრებულოდან, ისე მერიიდან გამოხატავენ მზაობას შედეგების ღიად განხილვისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელებას საჭიროებს.

პროექტი „სახელმწიფო მმართველობის რეფორმა – PAR მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ინიცირებულია კულტურულ-ჰუმანიტარილი ფონდი „სოხუმის“ მიერ.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content